ტრენინგის მეორე დღე
მეორე დღეს სიამოვნებით ვიმუშავე იმ საკითხებზე, რაზეც წინა დღეს თეორიული ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენმა ტრენერმა. Intel-ის საგანმანათლებლო პროგრამამ, რომელსაც ,, პროექტით სწავლა" ჰქვია, ნამდვილად მომხიბლა. განსაკუთრებით დავინტერესდი რესურსებით. დავიყავით წყვილებად, ამოვარჩიეთ ჩვენთვის სასურველი პროექტი, გავეცანით მას, მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტის თემა, შევარჩიეთ სათაური და შევავსეთ რამდენიმე ქვეპუნქტი. შემდეგ ვიმუშავეთ შესაბამის ბუკლეტზე. ვრწმუნდები, რომ ეს პროგრამა ნამდვილად დამეხმარება ჩემს შემდგომ საქმიანობაში.
2013 წლის 13 ოქტომბერი ნუნუკა ილურიძე-გარსენიშვილი
No comments:
Post a Comment