Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-4 დღე

     

                                                                                    
         საინტერესო იყო პროექტის გეგმაზე ინდივიდუალური მუშაობა. დღეს ჩვენმა ტრენერმა აგვიხსნა კითხვების დასმის ტექნიკა. მომეწონა ზოგადიდან კონკრეტულ საკითხზე გადასვლა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ზოგადი შეკითხვების დასმა. უფრო გაგვიადვილდა თემატური და შინაარსობრივი კითხვების მოფიქრება.

           ამ საკითხზე მეტი მუშაობაა საჭირო. თუ გადავხედავ პროექტის რამდენიმე ნიმუშს, შეკითხვების მოფიქრება ჩვევაში გადაიზრდება და ყველაფერი გაიოლდება.
                                                                                                 

                                                                                                            2013      წლის 20  ოქტომბერი                                                                                                    ნუნუკა  ილურიძე-გარსენიშვილი 

ტრენინგის მე-5 დღე

     
         დღეს ბლოგების შექმნა ვისწავლეთ. ჩემი ახალი gmail-ი დავარეგისტრირე (ძველი ფოსტის პაროლი დამავიწყდა). ჩემი ბლოგიც შევქმენი. თავიდან ყველაფერი რთული გგონია, ხოლო როცა შენ თვითონ გააკეთებ, სასაცილოდაც არ გყოფნის. მომეწონა ბლოგების დიზაინი,დიდხანს ვარჩევდი, ბოლოს ერთზე შევაჩერე არჩევანი და წერა დავიწყე. ვგრძნობ, როგორი აზარტულია, როცა სხვა პედაგოგების ბლოგებს ეცნობი და შენი კომენტარების დაფიქსირება შეგიძლია.
        მჯერა, ამ ატმოსფეროში უფრო თავისუფლად და შინაურულად მალე ვიგრძნობ თავს.
                                                                                         

                                                                                                        2013      წლის 26 ოქტომბერი                                                                                                    ნუნუკა  ილურიძე-გარსენიშვილი 

ტრენინგის მე-7 დღე

               ტრენინგის მე-7 დღის რეფლექსია
                მე-5 მოდულის შეფასება
           დღეს საინტერესოდ ვიმუშავეთ. ვისწავლეთ slideshare.net-ის საიტზე ჩვენი ნამუშევრების ატვირთვა და განთავსება. როცა დამოუკიდებლად მუშაობ და აღწევ შედეგს, ისე გიხარია, რომ ვერ გრძნობ, როგორ გარბის დრო.
           პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები და შევავსეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.
           მომეწონა საიტი pizap.com, ისე მოვიხიბლე, რომ აუცილებლად გამოვიყენებ.
                 

                                                               2013 წლის 2 ნოემბერი
                                                                ნუნუკა ილურიძე-გარსენიშვილი     

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მე-3 დღე

     
      დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. თემის არჩევა გამიადვილდა, რადგან გასულ სასწავლო წელს განვახორციელე ინტერაქტიული პროექტი სათაურით ,,მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია"--გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ,ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ჩვენი ტრენერის დახმარებით ჩამოვაყალიბებ პროექტის გეგმის სრულყოფილ ელექტრონულ  ვერსიას.


                                                                                                  2013      წლის 19 ოქტომბერი                                                                                                    ნუნუკა  ილურიძე-გარსენიშვილი 

Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მე-2 დღე


                    ტრენინგის მეორე დღე

     მეორე დღეს სიამოვნებით ვიმუშავე იმ საკითხებზე, რაზეც წინა დღეს თეორიული ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენმა ტრენერმა. Intel-ის საგანმანათლებლო პროგრამამ, რომელსაც ,, პროექტით სწავლა" ჰქვია, ნამდვილად მომხიბლა. განსაკუთრებით დავინტერესდი რესურსებით. დავიყავით წყვილებად, ამოვარჩიეთ ჩვენთვის სასურველი პროექტი, გავეცანით მას, მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტის თემა, შევარჩიეთ სათაური და შევავსეთ რამდენიმე ქვეპუნქტი. შემდეგ ვიმუშავეთ შესაბამის ბუკლეტზე. ვრწმუნდები, რომ ეს პროგრამა ნამდვილად დამეხმარება ჩემს შემდგომ საქმიანობაში.


                                                                                                  2013      წლის 13 ოქტომბერი                                                                                                    ნუნუკა  ილურიძე-გარსენიშვილი 

ტრენინგის 1-ლი დღე


                 1-ლი დღე

      დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს სიხარულით ველოდები შაბათ-კვირას და, წარმოიდგინეთ, როგორი არასასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის იმის გაგება, რომ ტრენინგზე უნდა წავსულიყავი. მომავლის კლასში რომ შევაბიჯე, გამახსენდა ( სულ მალე) ჩვენი ( ექს)პრეზიდენტის მიერ ასეთ კლასში ჩატარებული მთავრობის სხდომა და გულში გამეცინა. პირველად აღმოვჩნდი ამ აუდიტორიაში სამუშაო ატმოსფეროში. ჩვენი ტრენერის ღიმილმა და ხალისიანმა განწყობამ მეც გამოიმიკეთა გუნება. ცოტა ხანში მივხვდი, რომ აქ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი, რადგან ეს საკითხები მეტად აქტუალურია და თანამედროვე სკოლის მასწავლებლისა
თვის პრიორიტეტული. ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩანერგვა სწორედ აღმზრდელ-მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა. ამ საქმეში კი მნიშვნელოვან დახმარებას Intel-ის სასწავლო პროგრამა გამიწევს. მიხარია,რომ ჩვენი ტრენერი მალე დაგვახელოვნებს და ამ საკითხში ისე  ვიგრძნობთ თავს, როგორც თევზი წყალში. 
                                                        
                                                                                                     2013 წლის 12 ოქტომბერი
                                                                                               ნუნუკა ილურიძე-გარსენიშვილი